რა არის ციფრული ტრანსფორმაცია?
ციფრული ტრანსფორმაცია მოიცავს ბიზნეს პროცესების გადახედვას და ოპტიმიზაციას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ახალი ბიზნეს მოდელების/პროდუქტების შექმნას, რათა დარჩეთ კონკურენტუნარიანი სწრაფად მზარდ სამყაროში.

რატომ სჭირდება ორგანიზაციებს ტრანსფორმაცია?
ციფრული ტრანსფორმაცია მიზნად ისახავს დაეხმაროს ორგანიზაციებს გამოიყენონ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ძალა თავიანთი ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ჩვენი სერვისები მოიცავს ბიზნეს კონსულტაციას, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას, ბიზნეს ანალიტიკას, ცვლილებების მართვის პროცესის მხარდაჭერას და სხვ.

რას ვაკეთებთ
რა სერვისებს გთავაზობთ
ჩვენი გამოცდილებითა და ინოვაციური მიდგომით, ჩვენ დაგეხმარებით ეფექტური ორგანიზაციის შექმნაში, რომელიც წარმატებით იზრდება და უზრუნველყოფს მომხმარებელთა კმაყოფილებას.
დაგვიკავშირდითციფრული ტრანსფორმაცია
თქვენს ორგანიზაციას სჭირდება რეაგირება და სწრაფად ადაპტირება იმ ცვლილებებზე, რომლებიც ხდება თქვენს გარშემო. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იმ რისკების შემცირებაში, რასაც ციფრული ტრანსფორმაცია ქმნის. ჩვენ ვთავაზობთ ტექნოლოგიუერ პლატფორმებს პროექტების მართვისთვის და სამუშაოს ორგანიზებისთვის, ყველა მიმართულებით პროცესის დასაჩქარებლად.
ეჯაილ ტრანსფორმაცია
მიუხედავად იმისა თუ რა იქნება თქვენი მიზანი, ეჯაილ ტრანსფორმაცია, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა თუ უბრალოდ ბიზნესის განვითარება თქვენს ორგანიზაციაში, ჩვენ დაგეხმარებით უკეთესი შედეგების მიღწევაში ეჯაილ ტექნიკების გამოყენებით.
ქლაუდზე მიგრაცია
ღრუბლოვან ტექნოლოგიებს შეუძლია დაეხმაროს ორგანიზაციებს შეამცირონ ხარჯები, გააუმჯობესონ მასშტაბურობა, გაზარდონ სისწრაფე და გააძლიერონ უსაფრთხოება. თუმცა, მიგრაციის პროცესი შეიძლება იყოს რთული, რაც მოითხოვს გამოცდილი პროფესიონალების ჩართულობას.
DevOps
იკითხო, თუ რა ინსტრუმენტია საჭირო DevOps-ისთვის, იგივეა, რაც ოზის ჯადოქარს სთხოვო გული. DevOps ეხება არა ინსტრუმენტებს, არამედ ადამიანებსა და პროცესებს, რომლებიც ცვლიან თავიანთ აზროვნებას და ურთიერთქმედებას.
პროცესის ოპტიმიზაცია
პროცესის ოპტიმიზაცია ეხმარება ორგანიზაციებს გაამარტივონ ბიზნეს პროცესები ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ხარჯების შესამცირებლად და პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. Six Sigma, Lean და CMMI არის უწყვეტი გაუმჯობესების მიდგომები, რომლებიც შეიძლება ინტეგრირებული იყოს კომპანიის ცხოვრებაში პრაქტიკული და სტანდარტიზებული პროცესებისთვის.
გემიფიკაცია
ჩვენ ვხარჯავთ დროს და ენერგიას, რომ გავარკვიოთ თქვენი ბიზნესის პრობლემები და თქვენი სამიზნე აუდიტორია, რათა მეტი გავიგოთ მათი ქცევისა და მოტივაციის შესახებ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტა თქვენი ბიზნესისთვის. ჩვენ დაგეხმარებით მოტივირებული, კრეატიული და თავდადებული თანამშრომლების გუნდის შექმნაში.